მომდევნო ორი წლის მანძილზე პენტაგონი სამხედროების 40 ათასით შემცირებას გეგმავს. შესაბამისად, 2017 წლის ბოლოსთვის აშშ-ს ჯარის საშტატო შემადგენლობა დაახლოებით 450 სამხედრო მოსამსახურე იქნება.
თუკი მიმდინარე წლის ოქტომბერში ბიუჯეტის სეკვესტრი მოხდება, ეს დამატებითად 30 ათასი ჯარისკაცის შემცირებას გამოიწვევს.
2012 წელს, როცა ერაყსა და ავღანეთში კონფლიქტის პიკი იყო, აშშ-ს ჯარი 570 ათას სამხედრო მოსამსახურეს ითვლიდა.
დღეს ავღანეთში 10 ათასი ჯარისკაცი დგას, რომელთა თანდათანობით გამოყვანა 2016 წლამდე მოხდება. ეს შემადგენლობა 1940 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია.
ირანიდან ფაქტობრივად ყველა ამერიკული კონტიგენტი იქნა გამოყვანილი 2010 წელს, ბარაკ ობამას მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის თანახმადაც ამერიკელი სამხედროები საბრძოლო მოქმედებებში არ მიიღებდნენ მონაწილეობას. ახლა ქვეყენაში მხოლოდ ამერიკელი ინსტრუქტოტები არიან, რომლებიც ერაყელ ჯარისკაცებს წვრთნებს უტარებენ. მათი რიცხვი დაახლოებით 3,5 ათასია.
შემცირებების შემდეგ 1940 წლიდან მოყოლებული, ეს ამერიკული ჯარის ყველაზე დაბალი რიცხობრივი შემადგენლობა იქნება.
მეორე მსოფლიო ომში ქვეყნის ჩართვის პროცესში ამერიკული ჯარი 270 ათას ჯარისკასს ითვლიდა.
2000 წელს, 11 სექტემბრამდე ერთი წლით ადრე ეს რიცხვი 480 ათასს აღწევდა.