სუს-ი – ოკუპირებულ სოფელ ვანელის მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე, მიმდინარეობს მუშაობა მისი გათავისუფლების მიზნით

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს, ოკუპირებულ სოფელ ვანელის მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, უკანონო დაკავების ფაქტზე, მყისიერად გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და მოხდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება, მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

„ამოქმედებულია ყველა არსებული ბერკეტი და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა უკანონო პატიმრობაში მყოფი პირის გათავისუფლების მიზნით.

საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას“, – აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიხერხეულიძე – მიხეილ სააკაშვილი აქტიურად ემზადება ხვალინდელი პროცესისთვის
შემდეგი სტატიაგიორგი ღიბრაძემ განმარტა, თუ რა შემთხვევაში შეუძლიათ მოქალაქეებს გამოიყენონ Georgia e-Health-სა და CovidPass Georgia-ს აპლიკაცია