US Embassy Tbilisi აშშ-ის სახელმწიფო მდივანის განცხადებიდან ციტატას ავრცელებს

US Embassy Tbilisi აშშ-ის სახელმწიფო მდივანის მარკო რუბიოს განცხადებიდან ციტატას ავრცელებს.

ამერიკის საელჩო საქართველოში ყურადღებას ამახვილებს რუბიოს განცხადების იმ ნაწილზე სადაც ნათქვამია, რომ ამერიკა არ დაუშვებს მისსავე ნახევარსფეროში არსებობდეს ვენესუელას მსგავსი ქვეყანა.

“ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენსავე ნახევარსფეროში არსებობდეს ვენესუელას მსგავსი ქვეყანა, რომელიც იქნება კონტროლის ზონა და გზაჯვარედინი ჰეზბოლასთვის, ირანისთვის და ნებისმიერი სხვა მავნე გავლენისთვის, როგორც ამ ქვეყანაში, ისე მთელ მსოფლიოში. ეს უბრალოდ არ მოხდება”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 3 იანვარს კარაკასზე მიტანილი საჰაერო იერიშის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო-სამართალდამცავმა ძალებმა ნიკოლას მადურო მის მეუღლესთან ერთად დაააკავეს.

გუშინ კი სასამართლო პროცესი შედგა, სადაც ვენესუელას პრეზიდენტის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი ამ ეტაპზე გირაოთი გათავისუფლების მოთხოვნას არ აპირებს, თუმცა შესაძლოა მოგვიანებით გააკეთოს ეს.

მანჰეტენის ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ ნიკოლას მადუროს საქმეზე შემდეგი მოსმენა 17 მარტს დანიშნა.

banner
წინა სტატიაში“სამი დღე იწვალეს და ვენესუელაზე რაღაც პოზიციის მაგვარი გამოაცხვეს” – გია ნოდია პაპუაშვილის განცხადებაზე
შემდეგი სტატიაევროპელი ლიდერების საერთო განცხადება გრენლანდიის საკითხზე