ურთიერთთნადგომა გადაგვარჩენს – ექიმების საქველმოქმედო აქცია ილტოს ხეობაში

ექიმების ჯგუფმა, ჟურნალისტების თანადგომით და ფონდ „მზის შვილების“ ეგიდით, ახმეტის მუნიციპალიტეტის ილტოს ხეობის 6 სოფლის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარა და საჭირო მედიკამენტები გადასცა.

,,მსოფლიოსა და შესაბამისად, ქვეყანაში შექმნილი კოვიდპანდემიის გამო, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც დიდ ქალაქებსა და რეგიონული ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლებში ცხოვრობენ, იმ დილემის წინაშე დადგნენ, რომ სხვადასხვა სამედიცინო მომსახურეობას ვეღარ იღებენ. ამიტომ, ჟურნალისტებისა და ექიმების ჯგუფმა გადავწყვიტეთ, რომ ზემოხსენებულ დასახლებულ პუნქტებში პერიოდულად გავმართოთ საქველმოქმედო აქცია”, – ამბობს იდეის ავტორი ვანო პავლიაშვილი.
ექიმთა საქველმოქმედო ჯგუფს პროფესორი, კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე ხელმძღვანელობს.
„კოვიდპანდემიის გამო მოსახლეობის გარვეული ნაწილი სამედიცინო მომსახურეობას მოწყდა. ამიტომაც, ექიმების ჯგუფმა, ჟურნალისტებთნ ერთად, გადავწყვიტეთ, პერიფერიული სოფლები მოგენახულებინა და საჭირო მედიკამენტები მიგვეწოდებინა, რაშიც ფარმაცევტული კომპანიოა GM ფარმა დაგვეხმარა,“ – აცხადებს სოლომონ ზეიკიძე.
„გაგვაფრთხილეს, რომ ექიმები ჩამოვიდოდნენ, გაგვსიჯნავდნენ და მედიკამენტებს უფასოდ დაგვირიგებდნენ. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის და იმედი გვაქვს, რომ მსგავსი აქცია მომავალშიც ჩტარდება,“ – ამბობს სოფელ შახვეტილას მკვიდრი ნათელა გოგმელაშვილი.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო აქციაში, რომელიც ამჯერად დავით ნარმანიას, „ზედაზენის “ , „ჯი-ემ ფარმას“ და ასევე, კახეთის სამხარეო ადმინიტრაციისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის თანადგომით განხორციელდა, მონაწილეობა მიიღეს – ოდეისე სადოევმა, ნათია დალაქიშვილმა, თემურ ჯინჭრაძემ, ბექა გოგიაშვილმა და გიორგი გოგლიძემ.
აქციის ორგანოზატორები განსაკუთრებულ მადლობას უხდიან ჟურნალისტ მაკა მოსიშვილს და GM ფარმას წარმომადგენელს, მედიცინის დოქტორ ბაჩო ბჟალავას. მათივე თქმით, მსგავსი საქველმოქმედო აქციები მომავალშიც გაგრძელდება.

 

https://youtu.be/-YH1k-SVXYE

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის წარმომადგენლობა – გილოცავთ ქვეყნის პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – ვერავინ გვათქმევინა უარი ჩვენს ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებზე, რომლებიც 1921 წლის კონსტიტუციამ განამტკიცა