ურთიერთობის გადატვირთვა გვინდა, მაგრამ ჯერ დუმილია – კობახიძე აშშ-ზე

ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე წუხს, რომ აშშ-სგან დუმილს იღებენ მათი მცდელობის სანაცვლოდ, გადატვირთონ ურთიერთობა:

“ჩვენ აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა გვინდა და ჯერჯერობით არის დუმილი. ჩვენი მთავარი წუხილი ესაა. ამ წუხილზე ჩვენ ამერიკულ მხარესთან მუდმივად ვსაუბრობთ. შეიძლება, გარკვეული წუხილები მათაც ჰქონდეთ და ბუნებრივია, ამაზეც ისაუბრებენ.

წინა ადმინისტრაციის პერიოდისგან განსხვავებით, კარგი რაც არის, ახალ მოცემულობაში არცერთი დაძაბული შეხვედრა აღარ ყოფილა. ჩვენ ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზად ვართ. მთავარია, ოღონდ ვინმემ დაგვანახოს, რომ როგორც მტერს ისე არ გვიყურებენ. ეს მინიმალური მოთხოვნაა”, – თქვა ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: კალასმა და კოსმა ისეთი განცხადება გააკეთეს თავის მოჭრაა
შემდეგი სტატიაგარკვეულწილად, უკვე მივიღე გადაწყვეტილება – ტრამპი უკრაინისთვის Tomahawk-ების გაგზავნაზე