29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილე რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვის წინადადება წარადგინა

ურსულა ფონ დერ ლაიენმა სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილე რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვის წინადადება წარადგინა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიფინგზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი წარადგინა.

„ჩვენ პირველად წარვადგენთ წინადადებას, რომ ევროკავშირში შესვლა აეკრძალოს ნებისმიერ პირს, ვინც ომის დაწყებიდან რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, „ევროპა დახურული დარჩება ყველასთვის, ვისაც უკრაინაში შეჭრაში მონაწილეობა მიუღია“.

ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტის ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ტანკერს, 90-მდე ბანკსა და კრიპტოპლატფორმას მოიცავს.

სანქციების 21-ე პაკეტის შესახებ ევროკომისიის წინადადება განსახილველად და დასამტკიცებლად ევროკავშირის საბჭოს წევრ ქვეყნებს გადაეცათ.

banner
წინა სტატიაშიკაია კალასი: სანქციებით აგურ-აგურ ვანგრევთ რუსეთის ომის ეკონომიკას
შემდეგი სტატია4 ოქტომბრის საქმის ერთ-ერთი ეპიზოდის პროკურორი: თუ ვინმეს კიდევ სურს აღიაროს ჩადენილი დანაშაული, მოგვმართოს განცხადებით