ურსულა ფონ დერ ლაიენმა ღაზაში მყოფ პალესტინელებს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ღაზაში მყოფ პალესტინელებს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა. ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა ოთხჯერ გაზარდა ჰუმანიტარული დახმარების რაოდენობა ღაზის სექტორისთვის 100 მილიონ ევრომდე.

„ეგვიპტე ნამდვილად უზრუნველყოფს ღაზის სამაშველო ხაზს. ევროკავშირი კი სრულად იყენებს ამას ღაზაში ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მართლაც, ჩვენ ვართ ყველაზე დიდი დონორი პალესტინელი ხალხისთვის და ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე სანდო დონორი“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათ აწარმოეს ჰუმანიტარული საჰაერო ხიდი, რომელიც ამარაგებს ღაზის მოსახლეობას სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარებით.

„ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს შემდეგი დღე და როგორ შეეძლებათ ისრაელელებსა და პალესტინელებს იმედის აღდგენა, პერსპექტივის ქონა. ამისათვის მათ პოლიტიკური გადაწყვეტა სჭირდებათ და ეს ჰორიზონტი არის ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა. ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ამ პროცესს“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიავსტრიის საგარეო მინისტრი – სერგეი ლავროვის ეუთო-ს შეხვედრაზე მოწვევა სწორი იქნება
შემდეგი სტატიანეთანიაჰუ – ჯერ კიდევ არ არსებობს შეთანხმება მძევლების გათავისუფლების შესახებ