ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, ბულგარეთის არჩევნებში ყოფილ პრეზიდენტს გამარჯვებას ულოცავს.
მისი თქმით, ბულგარეთი ევროპული ოჯახის ამაყი წევრია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთო გამოწვევების დაძლევაში.
„მოუთმენლად ველი ერთად მუშაობას ბულგარეთისა და ევროპის კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის“, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, წინასწარი ოფიციალური შედეგების თანახმად, ბულგარეთის არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტი, რუმენ რადევი ლიდერობს. ბიულეტენების 91.7%-ის დათვლის შემდეგ, რადევის პარტიამ „პროგრესული ბულგარეთი“ ხმების 44.7% მიიღო, მეორე ადგილზეა კოალიცია „ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებებს – დემოკრატიული ბულგარეთი“ – ხმების 13.2%-ით, მესამეზე კი – ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბოიკო ბორისოვის პარტია GERB-ი – 13,4%-ით.
















