15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ურსულა ფონ დერ ლაიენი: უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების კლასტერები დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების კლასტერები დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას.

„პრეზიდენტებმა აღნიშნეს მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიაღწია. ისინი დაუყოვნებლივ მოითხოვენ მოლაპარაკებების კლასტერების გახსნას. მეტიც, პრეზიდენტები მიესალმნენ უკრაინის პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ აუცილებელი კანონმდებლობის მიღებას, რომელიც Ukraine Facility პროგრამის ფარგლებში შემდგომ დაფინანსებას განბლოკავს. მათ აღნიშნეს სარეფორმო პროგრესი, რომელსაც უკრაინამ გამოწვევებით სავსე პირობებში მიაღწია და მეტი ძალისხმევების მოწოდებით გამოვიდნენ“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

პრეზიდენტები ასევე უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცებას მიესალმნენ.

ცნობისთვის, ფონ დერ ლაიენის თქმით, 90 მილიარდიდან ერთი-მესამედი უკრაინის საბიუჯეტო საჭიროებებზე წავა, ხოლო ორი-მესამედი – თავდაცვაზე.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის მიმართ მისი მიდგომა შედეგს იძლევა
შემდეგი სტატიასასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს გიორგი ხაინდრავას ადვოკატიც გაასაჩივრებს