ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ უკრაინაში ომის გაყინვა მომავალში ახალ ომებს გამოიწვევს. ამ თემაზე მან შაბათ, შევიცარიაში გამართულ სამშვიდობო სამიტზე ისაუბრა.
“დღეს კონფლიქტის გაყინვა, როდესაც უცხოური ჯარები იკავებენ უკრაინის მიწას, არ არის გამოსავალი. სინამდვილეში, ეს არის მომავალი აგრესიული ომების რეცეპტი. ამის ნაცვლად, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინის ყოვლისმომცველ, სამართლიან და მდგრად მშვიდობას”, – თქვა მან.
მისი თქმით, რაც ახლა სასწორზე დევს არის საერთაშორისო უსაფრთხოება, “ყველა საზღვრის ხელშეუხებლობა და ყველა ერის სუვერენიტეტი”.