33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

ურსულა ფონ დერ ლაიენი: უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები

წუხელ რუსეთის რეჟიმმა კიდევ ერთხელ განურჩევლად შეუტია მშვიდობიან მოსახლეობას საჰაერო იერიშებით – დედაქალაქს 400-ზე მეტი დრონითა და რაკეტით დაესხნენ თავს,- წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი პლატფორმა X-ზე.

მისი თქმით, უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები.

,,ამ საკითხს მიმდინარე კვირაში, ანკარაში, NATO-ს სამიტზე განვიხილავთ. გასულ კვირას გამოვყავით პირველი 4 მილიარდი ევრო 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ფარგლებში, უკრაინის თავდაცვის მოწინავე დრონების ტექნოლოგიით გასაძლიერებლად. მალე კიდევ უფრო მეტი იქნება. ამასთან, აქტიურად ვმუშაობთ, რომ მომდევნო დღეებში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი საბოლოოდ შევათანხმოთ. ზეწოლას გავაძლიერებთ მანამ, სანამ რუსეთი სისხლისღვრას არ დაასრულებს”,-ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი პლატფორმა X-ზე

banner
წინა სტატიაში„ძლიერი საქართველო – ლელოს“ ლიდერის საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება
შემდეგი სტატიაარაერთხელ გვინახავს მიღებული მკაცრი რეზოლუციები, რომელიც დარჩება ფარატინა ქაღალდად- ირაკლი ჭეიშვილი