21.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ომში მარცხდება და საპასუხოდ მშვიდობიან მოსახლეობას ესხმის თავს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევზე რუსეთის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ სარაკეტო იერიშს ეხმაურება და აცხადებს, რომ მოსკოვი ფრონტზე დამარცხებას სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებით პასუხობს.

„რუსეთი მის მიერ დაწყებულ ომში მარცხდება და ამისთვის საპასუხო დარტყმებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ახორციელებს“, — წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ში.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი პარტნიორებთან ერთად აქტიურად მუშაობს უკრაინის ანტიბალისტიკური თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რათა ქვეყანამ ადამიანების სიცოცხლის დაცვა შეძლოს, რაც ამ ეტაპზე უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

20 აგვისტოს ღამეს რუსულმა ძალებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მასშტაბური იერიში მიიტანეს. ბოლო მონაცემებით, თავდასხმას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშიემანუელ მაკრონმა ირაკლი კობახიძე პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ სამიტზე მიიწვია
შემდეგი სტატიასააკაშვილი: საქართველო სასიკვდილო საფრთხეშია და ამ დროს ოპოზიციის დიდ ნაწილს სძინავს ან მებრძვის