29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთის წინააღმდეგ ვამზადებთ სანქციების 21-ე პაკეტს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაინი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი ზღვარი გადალახა.

მისი თქმით, რუსული დრონის შეჭრა რუმინეთის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე განხორციელდა, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაშავდა.

ევროკომისიის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ ეს მოხდა ევროკავშირის ტერიტორიაზე.

„სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს და მის ხალხს.ვაგრძელებთ რა ჩვენი უსაფრთხოებისა და შეკავების გაძლიერებას, განსაკუთრებით ჩვენს აღმოსავლეთ საზღვარზე, გავაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლის გაზრდას. ვამზადებთ სანქციების 21-ე პაკეტს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაინი.

banner
წინა სტატიაშირუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საცხოვრებელ შენობაზე რუსული დრონის ჩამოვარდნა ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის ამოქმედების საფუძველს იძლევა
შემდეგი სტატიამარკ რუტე რუმინეთში რუსული დრონის შეჭრაზე: ნატო მზად არის დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი ინჩი