18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთის საჯარო მუქარა ბალტიის ქვეყნების მიმართ სრულიად მიუღებელია

რუსეთის საჯარო მუქარა ბალტიის ქვეყნების მიმართ სრულიად მიუღებელია, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

„არავითარი ეჭვი არ უნდა არსებობდეს: ერთი წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ მუქარა მთელი ჩვენი კავშირის წინააღმდეგ მუქარაა. რუსეთი და ბელარუსი პირდაპირ არიან პასუხისმგებლები დრონებზე, რომლებიც ჩვენი აღმოსავლეთ ფლანგის მოსახლეობის სიცოცხლესა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

მისი განცხადებით, ევროპა ამას ერთიანობითა და სიმტკიცით უპასუხებს.

„გავაგრძელებთ ჩვენი აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოების გაძლიერებას ძლიერი კოლექტიური თავდაცვისა და ყველა დონეზე მზადყოფნის განმტკიცების გზით“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლების უმოქმედობა დანაშაულია, ბავშვებს ლოდინის დრო არ აქვთ!” — დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
შემდეგი სტატიასიტუაციას მხოლოდ თავისუფალი არჩევნები დაამშვიდებს – ზურა ჯაფარიძე