ურსულა ფონ დერ ლაიენი – რუსეთი მსოფლიო წესრიგისთვის პირდაპირი საფრთხეა

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მოსკოვის შეჭრა უკრაინაში, ისევე როგორც მისი კავშირები პეკინთან, მზარდ გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს.

„რუსეთი დღეს არის ყველაზე პირდაპირი საფრთხე მსოფლიო წესრიგისთვის უკრაინის წინააღმდეგ ბარბაროსული ომით და მისი შემაშფოთებელი პაქტით ჩინეთთან”, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა ტოკიოში, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფუმიო კიშიდასთან შეხვედრის შემდეგ.

ევროკომისიის პრეზიდენტის შეშფოთება იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გაიზიარა და აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან შეგუება არ უნდა მოხდეს.

“რუსეთის შეჭრა უკრაინაში არ არის მხოლოდ ევროპის საქმე, არამედ ის არღვევს საერთაშორისო წესრიგის ბირთვს, მათ შორის აზიას. ეს შეუწყნარებელია,“ – აღნიშნა კიშიდამ. აღნიშნული კომენტარები ევროკავშირ-იაპონიის სამიტის შემდეგ გაკეთდა, სადაც მხარეებმა ახალი ციფრული პარტნიორობა გამოაცხადეს. შეთანხმება მოიცავს ზომებს კიბერუსაფრთხოების და ხელოვნური ინტელექტის საკითხებში თანამშრომლობის გასაძლიერებლად, ასევე ციფრული ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობისთვის.

წინა სტატიაშიორ ათასწლეულზე მეტია, რაც მაცხოვრის სიტყვა და სახარების ფასეულობები განსაზღვრავს ჩვენს იდენტობას, ცხოვრების წესს – ღარიბაშვილი
შემდეგი სტატიალონდონში, თიბისის მხარდაჭერით, საცხობების ქსელის – „ანტრეს“ მეორე ობიექტი გაიხსნა