ურსულა ფონ დერ ლაიენი: კონფლიქტის გაყინვა გამოსავალი არ არის

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის გაყინვა მომავალში ახალ ომებს გამოიწვევს.

„დღეს კონფლიქტის გაყინვა, როდესაც უცხოური ჯარები იკავებენ უკრაინის მიწას, არ არის გამოსავალი. სინამდვილეში, ეს არის მომავალი აგრესიული ომების რეცეპტი. ამის ნაცვლად, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინის ყოვლისმომცველ, სამართლიან და მდგრად მშვიდობას. რუსეთის აგრესიული ომის შედეგი მთელ მსოფლიოში იგრძნობა. ენერგიასა და სურსათზე ფასები გაიზარდა“, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

მისი აზრით, ახლა სასწორზე არის საერთაშორისო უსაფრთხოება, „ყველა საზღვრის ხელშეუხებლობა და ყველა ერის სუვერენიტეტი“.

banner
წინა სტატიაშისამშვიდობო სამიტი არ იქნება პანაცეა, რომელიც ომს დაასრულებს, ჩვენ მოგვიწევს ბრძოლა – მაიორი ჟორინი
შემდეგი სტატიადიდი დაპირისპირება ხარებასა და ქვემო ქართლის გუბერნატორს შორის