7.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

ურსულა ფონ დერ ლაიენი – გრენლანდია მის ხალხს ეკუთვნის – მათ შეუძლიათ ჩვენზე დაყრდნობა

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, გრენლანდია მის ხალხს ეკუთვნის.

„გრენლანდია მის ხალხს ეკუთვნის, ამიტომ მხოლოდ დანიისა და გრენლანდიის გადასაწყვეტია ის საკითხები, რომლებიც დანიასა და გრენლანდიასთან არის დაკავშირებული. ეს ნომერი პირველი პუნქტია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გრენლანდია ნატო-ს ნაწილია.

„ევროკავშირსა და გრენლანდიელებს შორის არსებობს ძლიერი ურთიერთობა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გრენლანდიელებმა იცოდნენ ეს და იცოდნენ არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც, რომ ჩვენ პატივს ვცემთ გრენლანდიელების სურვილებსა და მათ ინტერესებს და რომ მათ შეუძლიათ ჩვენზე დაყრდნობა“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის თავდაცვის მინისტრად მიხაილ ფედოროვი დაინიშნა
შემდეგი სტატიაუკრაინის უმაღლესმა რადამ დენის შმიგალი მეორე კენჭისყრაზე უკრაინის პირველ ვიცე-პრემიერად და ენერგეტიკის მინისტრად დანიშნა