ურსულა ფონ დერ ლაიენი : ევროპის წინაშეა ცხადი საფრთხე და ამიტომ ევროპას უნდა შეეძლოს თავის დაცვა, ისევე როგორც უკრაინას უნდა დავეხმაროთ, რომ დაიცვას თავი

„ევროპის წინაშეა ცხადი საფრთხე და ამიტომ ევროპას უნდა შეეძლოს თავის დაცვა, ისევე როგორც უკრაინას უნდა დავეხმაროთ, რომ დაიცვას თავი, მხარი დავუჭიროთ გრძელვადიან და სამართლიან მშვიდობას. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა ძალის საშუალებით და ეს არის მიზეზი, რატომაც დღეს ევროპის ლიდერებს ახლიდან წარვუდგენ შეიარაღების გეგმას. ეს გეგმა უზრუნველყოფს 800 მილიარდი ევროს ინვესტიციას თავდაცვის სფეროში. ეს აძლევს წევრ ქვეყნებს ფისკალურ სივრცეს, რომ განახორციელონ ინვესტიცია თავდაცვაში. ეს აძლევს წევრ ქვეყნებს შესაძლებლობას, განახორციელონ ინვესტიცია უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში ან შეისყიდონ სამხედრო შესაძლებლობები, რომლებიც გაიგზავნება უკრაინაში. ასე რომ, ეს არის ევროპის გადაიარაღების სარგებელი, ეს არის ევროკავშირის შეიარაღება და ასევე უკრაინის შეიარაღება მისი სუვერენიტეტისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის არსებით ბრძოლაში. დღეს მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, –  ამის შესახებ  ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ლიდერთა საგანგებო სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

banner
წინა სტატიაში“რუსებს მუდამ ჰქონდათ ზამთრის იმედი… აქაც ასე იყო, ვიღაცის ილუზიები, რომ ყინვა იმედს ჩაკლავდა. მაგრამ არა! ხვალ 100 დღე უსრულდება პროტესტს და გაზაფხულიც მოვიდა… 100 დღე ასე მტკიცედ დგომა, უკვე გამარჯვებაა” – ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინი – რუსეთს უკრაინაში მშვიდობის ისეთი ვარიანტი სჭირდება, რომელიც რუსეთის სტაბილურ განვითარებას და სიმშვიდეს უზრუნველყოფდა, სხვისი არაფერი გვჭირდება, თუმცა საკუთარს არ დავთმობთ