11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპამ კიდევ ერთხელ რუსეთის უგუნური და სახიფათო ქმედებების ფონზე გაიღვიძა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროპამ კიდევ ერთხელ რუსეთის უგუნური და სახიფათო ქმედებების ფონზე გაიღვიძა.

“კიდევ ერთხელ ევროპამ რუსეთის უგუნური და სახიფათო ქმედებების ფონზე გაიღვიძა.

რუსულმა სამხედრო ხომალდმა დანიურ ვერტმფრენთან სახიფათოდ ახლოს სასიგნალო რაკეტები გაუშვა.

დრონი ლიეტუვის საჰაერო სივრცეში შეიჭრა, სანამ ნატო-ს საბრძოლო თვითმფრინავებით არ იქნა განადგურებული.

ეს ცალკეული ინციდენტები არ არის. ისინი ევროპის წინააღმდეგ მიმართული რუსული აგრესიისა და პროვოკაციების უფრო ფართო შაბლონის ნაწილია და ჩვენს მზადყოფნასა და სიმტკიცეს ამოწმებს.

რუსეთი დაინახავს, რომ ჩვენი სიმტკიცე მხოლოდ ძლიერდება. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს კოლექტიურ შეკავებასა და თავდაცვას ნატო-სთან ერთად. და ვზრდით რუსეთზე ზეწოლას”, – წერს ფონ დერ ლაიენი.

banner
წინა სტატიაშიკახეთში გზების რეაბილიტაციისთვის 96 516 528 მილიონი ლარის ღირებულების ორი ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა
შემდეგი სტატიაკახეთში, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ძალადობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა