16.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპა მიწისძვრის შემდეგ ინდონეზიის დასახმარებლად მზად არის

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ინდონეზიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ქვეყანას დახმარებას სთავაზობს.

ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი მზადყოფნას გამოთქვამს, სამძებრო-სამაშველო ოპერაციების ეფექტურად წარმართვისთვის „კოპერნიკის“ (Copernicus) სატელიტური პროგრამა აამოქმედოს, რაც კატასტროფის ზონის ზუსტი კოსმოსური გადაღებებითა და მონაცემებით უზრუნველყოფას გულისხმობს.

„ჩემი ფიქრები იმ ოჯახებთანაა, რომლებმაც ამ დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად საყვარელი ადამიანები დაკარგეს“, — დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ში.

ცნობისთვის,  ინდონეზიაში, აღმოსავლეთ ნუსა-ტენგარას პროვინციაში (კუნძულ ფლორესზე) 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიას, ბოლო მონაცემებით, ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და მიმდინარეობს სამაშველო ოპერაციები.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთმა შეიარაღებული ძალების დღე მასშტაბური სამხედრო აღლუმით აღნიშნა
შემდეგი სტატია“სოლიდარობა ემიგრანტებს” – თბილისში რიგით 35-ე “შაბათის მარში” მიმდინარეობს