ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკომისია ევროკავშირის წევრებისთვის რეკომენდაციას გასცემს ბოსნია და ჰერცეგოვინას გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ

ევროკომისია ევროკავშირის წევრებისთვის რეკომენდაციას გასცემს ბოსნია და ჰერცეგოვინას გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„რა თქმა უნდა, მეტი წინსვლაა საჭირო ჩვენს კავშირში გასაწევრიანებლად, მაგრამ ქვეყანა ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ შეუძლია შეესაბამებოდეს წევრობის კრიტერიუმებს და მისი მოქალაქეების სურვილს, იყვნენ ჩვენი ოჯახის წევრები. ამიტომ, დღეს ჩვენ გადავწყვეტთ და რეკომენდაციას მივცემთ საბჭოს, დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ქვეყანამ ევროკავშირისკენ შთამბეჭდავი შემხვედრი ნაბიჯები გადადგა.

„ერთ წელიწადში ქვეყანამ უფრო მეტ პროგრესს მიაღწია, ვიდრე ათ წელში”, – თქვა ფონ დერ ლაიენმა.

banner
წინა სტატიაშიკალაძე ხაბეიშვილზე – ნამდვილად კარგად მიდის და პარტიაც კარგად მიჰყავს – ასე განაგრძოს
შემდეგი სტატიათალაკვაძე – არახამიას განცხადებები აბსოლუტურად აცილებულია უკრაინელი ხალხის და საზოგადოების განწყობებსა და დამოკიდებულებას საქართველოსთან და ქართველებთან