28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმდნენ,- ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს.

„მივესალმები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმებას. მაშინ, როდესაც უკრაინამ სამხედრო ინიციატივა მოიპოვა, ჩვენი სანქციები რუსეთის საომარი ძალისხმევის ეკონომიკური საფუძვლების დასუსტებას განაგრძობს. ჩვენ ერთი წლით ვყინავთ ნავთობის ფასის ზედა ზღვრის ცვლილებას, რათა რუსულმა ომის მანქანამ ბაზრის შოკებისგან სარგებელი ვერ მიიღოს. პირველად, ჩვენ მიზანში ვიღებთ გემებს, რომლებიც რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“ დახმარებას უწევენ. ასევე, რუსი მებრძოლების ევროკავშირში შესვლის ოფიციალურად აკრძალვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით“ ,- წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

banner
წინა სტატიაში“ბატონო ბიძინა, დაბრუნდით!”- ლალი მოროშკინა
შემდეგი სტატიასაია: ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია