29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი უნგრეთისთვის გაყინული თანხებიდან 16 მილიარდ ევროზე მეტს გამოყოფს

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი უნგრეთისთვის გაყინული თანხებიდან 16 მილიარდ ევროზე მეტს გამოყოფს

„რეფორმებისა და ინვესტიციების განხორციელების გათვალისწინებით, მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ დღეს უნგრეთისთვის 10 მილიარდის განბლოკვა შეგვიძლია“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტის ცნობით, ევროკავშირი უნგრეთისთვის ერთიანობის ფონდიდან 4.2 მილიარდ ევროს განბლოკავს, ხოლო ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებული ფონდიდან 2.2. მილიარდ ევროს გამოათავისუფლებს.

„ძალიან მოკლე დროში უკვე ბევრი სამუშაო შესრულდა და ბაზრები ამას ამჩნევენ. ინვესტორების ნდობა ბრუნდება და ნდობის აღდგენა ხდება. ჩვენ ამ გზაზე ერთად მუშაობას გავაგრძელებთ“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში საქართველოს მოქალაქე ყალბი პასპორტის ქონის ბრალდებით დააკავეს
შემდეგი სტატიადაესწარი საქართველოს ბანკის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია მოიპოვო ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია Miami Ad School Madrid-ში