19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
banner

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი და უკრაინა „დრონების შეთანხმებას“ გააფორმებენ

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში, უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირი და უკრაინა „დრონების შეთანხმებას“ გააფორმებენ.

ევროკავშირი და უკრაინა „დრონების შეთანხმებას“ გააფორმებენ, – ამის შესახებ .

ამასთან, კიევში გამართულ ღონისძიებაზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპის ორდენით დააჯილდოვა.

„მოხარული ვარ, რომ ევროკავშირსა და უკრაინას შორის თავდაცვით-სამრეწველო სფეროში პარტნიორობის ახალ პროგრამას ვიწყებთ. ის, რასაც დღეს გავაფორმებთ, ჩვენი საკუთარი „დრონების შეთანხმებაა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ევროპამ უკრაინის საბრძოლო გამოცდილებიდან ბევრი რამ უნდა ისწავლოს.

„თქვენი გამოცდილება, რომელიც დრონებთან და დრონების საწინააღმდეგო სისტემებთან მუშაობისას მიიღეთ, ნამდვილად გამორჩეულია. ჩვენ ამ გამოცდილების გამოყენებით ერთად მუშაობა უნდა გავაგრძელოთ“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალ ტალღას ახორციელებს
შემდეგი სტატიაპირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს