ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, მომხდარ სროლას, რომელსაც დონალდ ტრამპი ესწრებოდა.
მისი თქმით, პოლიტიკაში ძალადობის ადგილი არ არის.
„შვებით ამოვისუნთქე, როდესაც გავიგე, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, პირველი ლედი მელანია ტრამპი და თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამზე დამსწრე ყველა პირი უსაფრთხოდ არიან
ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს – არასდროს. მადლობას ვუხდით პოლიციას და სამაშველო სამსახურებს სწრაფი რეაგირებისთვის, სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,“ – წერს ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.















