ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიუ კოშტა კიევში ჩავიდნენ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ომის დაწყების მესამე წლისთავზე კიევში ჩავიდნენ.

„უკრაინაში, უკრაინის შესახებ, უკრაინასთან“, – დაწერა ანტონიუ კოშტამ სოციალურ ქსელ X-ში.

როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალაში ჩანს, ევროკავშირის ლიდერებს კიევის რკინიგზის სადგურში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა დახვდნენ.

„რუსეთის სასტიკი ინტერვენციის მესამე წლისთავზე ევროპა კიევშია. ჩვენ ვართ კიევში დღეს, რადგან უკრაინა არის ევროპა. გადარჩენისთვის ამ ბრძოლაში სასწორზე არა მხოლოდ უკრაინის ბედია. ეს ევროპის ბედია“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

banner
წინა სტატიაშიპატივისცემა თქვენს გამბედაობასა და გამძლეობას!” სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს
შემდეგი სტატიაწალენჯიხა ინახავს დროშას, რომელიც თანამედროვე მსოფლიოსთვის თავისუფლებისა და სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა