ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიო კოშტა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
„ჩვენ რეგიონში პარტნიორებთან კონტაქტში ვრჩებით. რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვის მიმართ ჩვენს ერთგულებას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ. ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ნებისმიერი ისეთი ქმედების თავიდან აცილება, რამაც შეიძლება დაძაბულობის კიდევ უფრო გამწვავება გამოიწვიოს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი რეგიონში საკუთარი მოქალაქეების მხარდასაჭერად ყველა შესაბამის ნაბიჯს გადადგამს და მხარეებს თავშეკავებისკენ, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისკენ და საერთაშორისო სამართლის პატივისცემისკენ მოუწოდებენ.















