POLITICO-ს ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბულობის გამო ევროპა ყოველდღიურად ნახევარ მილიონ ევროს კარგავს. მისი თქმით, ეს გამოწვეულია წიაღისეულ საწვავზე ფასების მკვეთრი ზრდით.
“გამოსავალი აშკარაა. ჩვენ უნდა შევამციროთ გადამეტებული დამოკიდებულება იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე და ხელი შევუწყოთ ჩვენს ადგილობრივ, ხელმისაწვდომ და სუფთა ენერგიის მიწოდებას — განახლებადი ენერგიიდან ბირთვულამდე, ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის სრული დაცვით,” — განაცხადა ფონ დერ ლაიენმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლისას.
ამას გარდა, ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, კომისია ზაფხულისთვის, წარმოადგენს “ელექტრიფიკაციის სამოქმედო გეგმას”, რომელიც ამბიციურ მიზნებს მოიცავს ევროკავშირის მასშტაბით















