ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და პეტერ მადიარს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას ულოცავს.
„ვულოცავ პეტერ მადიარს უნგრეთის პრემიერ-მინისტრად გახდომას. ამ ევროპის დღეს ჩვენი გულები ბუდაპეშტშია. განახლების იმედი და დაპირება მნიშვნელოვანი სიგნალია ასეთ გამოწვევებით სავსე დროს.
მნიშვნელოვანი სამუშაო გველის წინ. უნგრეთისთვისა და ევროპისთვის, წინ ერთად მივიწევთ”, – წერს ფონ დერ ლაიენი.


















