ურმას პაეტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

ევროპარლამენტის წევრი, ურმას პაეტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. შესაბამისი განცხადება „ტვიტერში“ გავრცელდა.

ურმას პაეტი მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის დიალოგი აუცილებელია.

„მე ღრმად ვარ შეშფოთებული საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების შესახებ. ძალის გამოყენების ნაცვლად, პოლიტიკური პოლარიზაციისა და უთანხმოების დასაძლევად, საფუძვლიანი დიალოგია საჭირო. გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რომ საქართველო აგრძელებს ევროპული გზისკენ სვლას და დემოკრატიის გაძლიერებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს“, – აცხადებს პაეტი.