25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

ურეკში ზღვიდან გამოყვანილი 4 ადამიანიდან ერთი მამაკაცი გარდაიცვალა

ურეკში ზღვის დინებამ 4 ადამიანი წაიღო, მაშველებმა ოთხივე მათგანი წყლიდან ამოიყვანეს, თუმცა ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, ერთ-ერთი დაზარალებული კრიტიკულ მდგომარეობაში იყო.

მას ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა დახმარებას უწევდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გადარჩენილი სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კონკრეტული დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
შემდეგი სტატიაზელენსკი – აშშ-ის პრეზიდენტი ძალიან მკაფიოა რუსეთზე ზეწოლის გაზრდასთან დაკავშირებით, რათა დავასრულოთ საშინელი ომი