ურეკში სტიქიას ებრძვიან

ურეკში სტიქიას ებრძვიან. ძლიერმა წვიმამ და ქარმა დაბაში, მოგლიჯა ხეები და დააზიანა ელექტროსადენები. ამ დროისთვის, ოზურგეთის გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის ინფორმაციით, ურეკს დენი არ მიეწოდება. შეფერხებულია შიდა გზებზე გადაადგილებაც.
„უსაფრთხოების მიზნით, ელექტროენერგია გავთიშეთ. ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები, რამაც სადენები დააზიანა. ამ დროისთვის, ძლიერი წვიმაა, თუმცა რომელიმე სახლის დატბორვაზე ინფორმაცია არ შემოგვსვლია. სამაშველო სამსახურები ადგილზე არიან მობილიზებული“,-აცხადებს ჭანუყვაძე.
ოზურგეთის გამგებლის ინფორმაციით, ამ წუთებში მიმდინარეობს სიტუაციის შესწავლა შეკვეთილში არსებულ მდგომარეობაზე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი:ატენში საჯარისო ნაწილებია ჩართული
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტის – საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება