ურეკში პოლიციელის თავდასხმაში ბრალდებულების ოჯახის წევრებმა გზა გადაკეტეს

ხმაურია ამ წუთებში ურეკში, სადაც 13 დაკავებულის ოჯახის წევრები აქციას მართავენ. მათ ცენტრალური გზა გადაკეტეს. სამართალდამცველები გზის გათავისუფლებას ცდილობენ. რასაც აქციის მონაწილეებსა და მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ახალგაზრდებმა ორმოცზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს და მათი დაჭერა უსამართლოა.

ცნობისთვის, პოლიციელებს თავს ორი დღის წინ ურეკში დაესხნენ. შსს-მ 13 პირი თავდაპირველად 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავა, რაც და 4-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მოგვიანებით კი მათ ბრალი დაუმძიმდათ.

banner
წინა სტატიაშითბილისში „დირსის“ ტერიტორიაზე ხანძარია
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი: გასულმა წლებმა გვაჩვენა, რომ ევროკავშირთან დაახლოებით მიღწეულ პროგრესს ალტერნატივა არ აქვს