ურეკში დაკავებული 13 პირი სასამართლომ გაათავისუფლა

ურეკში პოლიციის შენობაში შეჭრისა და ქონების დაზიანების ბრალდებით დაკავებულ 13 მოქალაქეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძება პატიმრობის ნაცვლად, გირაოთი შეუცვალა.

თვენახევრის განმავლობაში მათი ახლობლები საპროტესტო აქციებს მართავდნენ და ციხიდან გამოშვებას ითხოვდნენ.

საპატიმროში კი მას შემდეგ მოხვდნენ, რაც ურეკში პოლიციასთან დაწყებული შელაპარაკებისას ერთ-ერთი ადგილობრივი განყოფილებაში გადაიყვანეს. მისმა მეგობრემა ჩათვალეს რომ დაკავებულს აწამებდნენ, შეიჭრნენ შენობაში და ის ძალით გაათავისუფლეს. მეორე დღესვე 13 ადამიანი დააკვეს.

banner
წინა სტატიაშივოლსკი: ესა, ისა – ეს არის სავარაუდო, რასაც ISFED-ი ლაპარაკობს
შემდეგი სტატიანათელაშვილი: ვადამდელი არჩევნები დაინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხალხი გამოვა ქუჩაში აქციაზე