ურეკში 13 დაკავებულს, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ 13-ვე ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე ია ბარამიძემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან. სასამართლოს მიმდინარეობისას ეზოში იყვნენ შეკრებილები დაკავებულების ოჯახის წევრები, რომლებიც მოსამართლეს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებდნენ.

ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია

შეგახსენებთ, რომ პოლიციელებზე თავდასხმა ორი დღის წინ ურეკში მოხდა. შსს-მ 13 პირი თავდაპირველად 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავა, რაც და 4-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მოგვიანებით კი მათ ბრალი დაუმძიმდათ.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთის ციხეში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
შემდეგი სტატიაზაალ ანჯაფარიძე გახარიას გუნდის წევრებს: გინდათ, ხალხის თვალში სინდისიერ პოლიტიკოსებად გამოჩნდეთ? დატოვეთ მანდატები, რომელიც „ოცნების“ ხელიდან მიიღეთ