ურეკსა და შეკვეთილში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა დღეს გახდება ცნობილი

ურეკსა და შეკვეთილში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა დღეს გახდება ცნობილი.

 

საკითხზე სპეციალურად შექმნილი კომისია მუშაობს. სეტყვამ და ძლიერმა ქარმა გუშინ რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი ახადა. დაიტბორა ეზოები და სახლების პირველი სართულები.

სტიქიის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და გარეგანათების ბოძები, ასევე ათეულობით ავტომობილი. გაწმენდითი სამუშაოების გამო, რამდენიმე საათით გადაკეტილი იყო ცენტრალური გზა.

„ძირითადად უამინდობის შედეგად დაბა ურეკში დაზიანებულია გარე განათების კონსტრუქციები, მოთხრილია ხეები, რომლებმაც დააზიანა კერძო პირის ავტომობილები. ამ წუთებში მიმდინარეობს გაწმენდით სამუშაოები, ყველა გზა გავლადია. შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ითვლის ზარალს,“-განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა გურიაში – გარდაცვლილებს შორის მცირეწლოვანი ბავშვია
შემდეგი სტატიაზუგდიდში გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ