ურეკის სანაპირო ზოლი ახალი სპეცტექნიკით დასუფთავდება

ზაფხულის სეზონისთვის ურეკის კურორტი ახალი მანქანებით დასუფთავდება – ურეკი-შეკვეთილის 14 კილომეტრიან სანაპირო ზოლს 3 ახალი თანამედროვე ნაგავმზიდი მოემსახურება. ახალი სპეცტექნიკა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ ერთად დაათვალიერეს და გამოსცადეს.

სპეცტექნიკის გამოყენებით, ქვიშის პლაჟზე, 20 სანტიმეტრის სიღრმიდან მყარი ნარჩენების ამოღებაა შესაძლებელი. ნაგავმზიდებით სანაპირო ზოლი კვირაში რამდენჯერმე დასუფთავდება.

banner
წინა სტატიაშილევან ბერძენიშვილი პრეზიდენტზე – მის ნამუსზე იყოს
შემდეგი სტატიათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს არჩევნები მიმდინარეობს