“ურცხვად იტყუება …პასუხი უნდა მოსთხოვოს სინოდის თითოეულმა წევრმა” – თორნიკე მამალაძე

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, მეუფე იაკობს სიცრუეში ადანაშაულებს. მსჯავრდებული დეკანოზის ოჯახი პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს. მათ სურთ, პირადად ილია მეორისგან მოისმინონ პოზიცია – მიიჩნევს თუ არა უწმინდესი გიორგი მამალაძეს დამნაშავედ.

“საქართველოს მთავარი ტაძრის ეზოდან ურცხვად იტყუება, რაზეც აუცილებლად პასუხი უნდა მოსთხოვოს სინოდის თითოეულმა წევრმა, რადგან ეს არის დიდი დანაშაული. მეტიც, მეუფე გრიგოლზეც თქვა მეუფე იაკობმა, რომ ვითომ მეუფე გრიგოლმაც თქვა, რომ დეკანოზი დამნაშავე არის,“-აცხადებს თორნიკე მამალაძე

პატრიარქის ქორეპისკოპოსის მეუფე იაკობის განცხადებით, მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, დეკანოზის სტატუსი უნდა ჩამოერთვას. მეუფე იაკობის განცხადებით, საქართველოს პატრიარქი თვლის რომ მამა გიორგი მამალაძე დამნაშავეა.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო კომისია დღეს გახარიას, წულუკიანს და შოთაძეს გამოკითხავს
შემდეგი სტატიადაპირისპირება კოჯრის სამხედრო ბაზაზე – დაჭრილი ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია