ურჩი დეპუტატებისგან განმარტებებს ივანიშვილი დღეს მოისმენს – უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა

ურჩი დეპუტატებისგან განმარტებებს ივანიშვილი დღეს მოისმენს – უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა. ასრებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში 18:00 საათზე დაიწყება. რომან კაკულია ერთ-ერთია ოთხი დეპუტატიდან, რომელმაც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირა. კაკულია უმრავლესობის სხდომაზე მისვლას გეგმავს. ის კიდევ ერთხელ განმარტავს მიზეზებს, რის გამოც პროკურატურის მოთხოვნას არ დაეთანხმა. ამბობს, რომ საგამოძიებო უწყება არ იყო მყარად არგუმენტირებული და მისი უარი იყო ერთგვარი პრევენცია სხვა დეპუტატებისთვისაც, რათა მომავალში მათთვის იმუნიტეტის შეჩერება მარტივად არ მოხდეს.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : გახარიას არ უნდა, დანაშაულებრივი ბრძანების გაცემა საკუთარ თავზე აიღოს
შემდეგი სტატიაკარლ ჰარცელი : ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია, კარგად იყოს აღწერილი ფაქტები და არსებობდეს სრული სურათი, რათა სწორად მოხდეს შეფასება