“უქმნიან პრობლემებს… არ აძლევენ ლეიბს, ტელევიზორს, რისი უფლებაც აქვს”- ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ციხეში ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნაშიც კი მაქსიმალურად ხელს უშლიან.

როგორც მისმა უფლებადამცველმა, გიორგი გელხაურმა აღნიშნა, გარდა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს ამ დრომდე საკანში ტელევიზორი არ აქვს და შეზღუდული აქვს სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება, მას ლეიბსაც არ აძლევენ.

“მაქსიმალურად უქმნიან პრობლემებს, რომ თავი კარგად ვერ იგრძნობს. აქაც შერჩევით უდგებიან მიხეილ სააკაშვილს, არ აძლევენ ლეიბს, ტელევიზორს, რისი უფლებაც აქვს, რომ მიიღოს. არაერთი მსჯავრდებული სარგებლობს დაწესებულებაში ამ უფლებებით. ამდენი დღე პასუხის გარეშე ერთადერთ რამეს ნიშნავს, რომ იმიტომ არ აქვს ტელევიზორი, რომ ის არის მიხეილ სააკაშვილი”, – თქვა გიორგი გელხაურმა.

გარდა ამისა, შეზღუდულია მიხეილ სააკაშვილის მნახველების სიაც. მესამე პრეზიდენტთან შეხვედრას ბოლო დღეების განმავლობაში ძირითადად ადვოკატები ახერხებენ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტი ადასტურებს, რომ NATO ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფებებს მხარს უჭერს
შემდეგი სტატიასაპატრიარქო: გავრცელებული „კრებსების“ საკითხი საარჩევნო პროცესებში ეკლესიის ჩართვას, დისკრედიტაციასა და შიდა დაპირისპირების გაღვივებას ემსახურებოდა