უფროსი მასწავლებლის სტატუსი-საკითხს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ

უფროსი მასწავლებლის სტატუსის შემოღების საკითხს 2 დღეში დაგეგმილ მთავრობის სხდომაზე განიხილავენ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი იმედოვნებს, რომ ამ სტატუსის მატარებელი უკვე წელს ათასობით ადამიანი გახდება, რაც მათ ანაზღაურებაზეც აისახება. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, სისტემაში სხვა ცვლილებებიც განიხილება, მათ შორის განახლებული საგამოცდო პროცესის დეტალები.

„ცვლილებები უკვე ცნობილია, პედაგოგიური უნარების გამოცდა დაბრუნდა ორივე გამოცდაში უქმდება ბარიერი, ემატება დამატებითი აქტივობები, რომელიც მაქსიმუმ 5 კრედიტის მიღების საშუალება იქნება. მთლიანობაში საქმე არ გამარტივებულა, მაგრამ მრავალფეროვანი და მიმზიდველი გახდა პედაგოგებისთვის და ჩვენ მოველით, რომ წლევანდელ წლებს ათასობით პედაგოგი შეძლებს, რომ უფროსი მასწავლებელი გახდეს, დაწინაურდეს და ანაზღაურებაც გაეზარდოს და პროფესიული თვალსაზრისითაც დაიხვეწოს მისი უნარები,“ – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჩერჩილის ბიუსტი დააბრუნა
შემდეგი სტატიაკიევის ცენტრში ადვოკატი მოკლეს