უპრეცედენტო ნაბიჯი – წალენჯიხაში პოლიტიკის ახალი წესები მკვიდრდება

ქართულ პოლიტიკაში თამაშის ახალი წესები იკიდებს ფეხს, ანუ საჯარო მოხელეები გარკვეულ ქმედებებზე პასუხისმგებლობას გრძნობენ და ამიტომ, გადადგომის გადაწყვეტილებას იღებენ. კერძოდ, საუბარია წალენჯიხის ვიცე-მერის, ლაშა ზარქუას ნაბიჯზე, რომელმაც თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

შეგახსენებთ: ლაშა ზარქუას გადადგომამდე რამდენიმე კვირით ადრე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა წალენჯიხაში ჩავარდნის საფრთხის ქვეშ იდგა, რადგან მერიამ პროექტი საკრებულოს დაგვიანებით წარუდგინა. მოგვიანებით, პროგრამა აღდგა, თუმცა მერიაში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელსაც პასუხისმგებელი პირი უნდა გამოეკვეთა. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევაა, როცა თანამდებობის პირი პოსტს საკუთარი ნებით ტოვებს.

ვიღაცებისთვის, სახელდობრ, „ქოცებისთვის“ ზარქუას გადაწყვეტილება საქილიკოა, მაგრამ „ქოცებო“, ტყუილად „ტკვარცალებთ“, რადგან ნებისმიერი წესიერი ადამიანი, რომელსაც პასუხისმგებლობის განცდა აქვს და რომელსაც საკუთარ მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაზე გული შესტკივა, კონკრეტულ სიტუაციაში ისე მოიქცეოდა, როგორც ზარქუა მოიქცა, თუმცა „მეოცნებეებმა“ ეს რომ გაიგონ, სხვანაირად უნდა აზროვნებდნენ, ანუ მარტო საკუთარ კეთილდღეობაზე კი არა, ხალხზეც უნდა ფიქრობდნენ.

ახლა, დაიწყებენ, გადადგომა რა ხალხზე ფიქრიაო, მაგრამ დემოკრატიის ერთ-ერთი პრინციპი სწორედ ეს არის, რომ თუ თანამდებობის პირი დაინახავს, რომ გარკვეული საქმე, მინიმუმ, მისი უყურადღებობის გამო ჭიანურდება, პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს. საჯარო მოხელისთვის კი პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფორმა სწორედ თანამდებობის დატოვებაა.

ისე, ათი წლის განმავლობაში, რამდენი საქმე გაფუჭდა „ქოცი“ მაღალჩინოსნების გამო, მაგრამ პასუხისმგებლობა მათ არ უგრძვნიათ და არც მათ ზემდგომებს მოსვლიათ აზრად, რომ მინიმუმ, საყვედური მაინც მიეცათ. ამ ფონზე ზარქუას გადადგომა „ოცნებისთვის“, რა თქმა უნდა, „მერვე საოცრებაა“, მაგრამ სინამდვილეში, წალენჯიხის მერიაში „სასწაული“ არ მომხდარა – ვიცე-მერი ისე მოიქცა, როგორც „დემოკრატიის ჰაბს“ შეეფერება.

ასე რომ, ძვირფასო ადგილობრივო თუ ცენტრალურო ხელისუფალნო და მათთან ასოცირებულო რიგითებო, ტყუილად უვლით დავლურს, თუმცა თქვენთან საუბარს რა აზრის აქვს, ვირისა არ იყოს, თქვენ რა იცით, დემოკრატია რა ხილია!

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიევროკომისიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირმა რუსული გაზის ჩანაცვლების გეგმა შეიმუშავა
შემდეგი სტატიადიდი პატივი და გამოწვევაა, მომეცეს შესაძლებლობა, პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, შევუერთდე ეროვნული ბანკის მაღალპროფესიონალ გუნდს – თურნავა