უპრეცედენტო გადაწყვეტილება – გაერომ საქართველო პატიმრის წინაშე დამნაშავედ აღიარა!

ინტერვიუ, რომელსაც „თაიმერი“ გთავაზობთ გაჯერებულია ფაქტებით და მხოლოდ ფაქტების ეყრდნობა. ჩვენი რესპოდენტი, ყოფილი პატიმარი, ჯიმშერ ჩაჩიბაიაა. „თაიმერის“ მკითხველს, ალბათ, ახსოვს ის წერილები, რომელსაც ბატონი ჯიმშერი ციხიდან გვიგზავნიდა და ჩვენ ვაქვეყნებდით. ეს იყო ციხის ისტორიის ამაზრზენი ფაქტებით გაჯერებული წერილები, სადაც ბატონი ჯიმშერი დეტალურად აღწერდა იმ კანონდარღვევებს, რასაც სისტემაში ჰქონდა ადგილი.
და, ეს ხდებოდა არა დღეს და გუშინ, არამედ იმ დროს, როცა ძალიან ბევრს, მითუმეტეს, ოთხ კედელს შუა გამოკეტილს, ხმის ამოღებისა ეშინოდა. ცოტა ხნის წინ ბატონი ჯიმშერი შვიდწლიანი, უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულ იქნა და მან, საქართველოს რეალობაში პირველმა და პირველად მოიგო პროცესი, რომლის შესახებაც თავად გვიამბობს.
„თაიმერი“ ინტერვიუსთან ერთად ასევე აქვეყნებს დოკუმენტებს, რაც ბატონი ჯიმშერის სიტყვების მტკიცებულებას წარმოადგენს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ ძალიან საინტერესო ინტერვიუს რამდენიმე ნაწილად წარმოგიდგენთ, დღეს პირველ ნაწილს გთავაზობთ.
შეგახსენებთ, ბატონი ჯიმშერი და მისი ვაჟი ელიზბარ ელიზბარაშვილი, ბავშვობიდან ინვალიდი, დიაბეტით დაავადებული, დაკავებულ იქნენ 2010 წელს. მამა-შვილს, რომლებიც სასტიკად აწამეს, სასამართლომ 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მძევლად აყვანის, უკანონო იარაღის მუხლებით.
ჯიმშერ ჩაჩიბაია, ექიმი, პროფესორი:
_ 2017 წლის 12 მაისს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების წინააღმდეგ კომიტეტმა გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ჩემს მიმართ დარღვეულია კონვენციის პირველი მუხლი, რაც მოიცავს არაადამიანური მოპყრობის, წამების ფაქტებს. ამის გარდა დარღვეულია მუხლები მეთორმეტე და მეცამეტე. მეთორმეტე მუხლი ნიშნავს რომ მოპასუხე მხარე – საქართველო – არ ატარებს გამოძიებას იმ წამების ფაქტებზე, რასაც ჩემი და ჩემი შვილის მიმართ ჰქონდა ადგილი. დღემდე არაა დაწყებული გამოძიება და უკვე მერვე წელია დაზარალებულად არა ვართ ცნობილები. მეცამეტე მუხლის მიხედვით დადგინდა, რომ ჩვენს მიმართ ირღვეოდა ჩვენი უფლება ეფექტურ დაცვაზე, რაც გულისმობს საბუთების შეტანას შესაბამის ორგანოში, გასაჩივრებას და ა.შ. ჩვენ ამ პროცედურაში ხელს გვიშლიდა პროკურატურა და სასჯელაღსრულების სამინისტრო, ჩვენ როცა ვწერდით საჩივრებს და ვითხოვდით გადაგზავნას ადრესატისთვის, გვივარდებოდნენ საკანში, გვცემდნენ. თქვენ იცით (გამოქვეყნებული გქონდათ), თავს დაესხნენ ჩემს შვილს, მიხეილ ელიზბარაშვილს, სცემეს, ორჯერ სცემეს ჩემი უმცროსი ვაჟი სასამართლოს შემდეგ 2014 წელს. ჩემი ვაჟის მიმართ კომიტეტმა იგივე მუხლების დარღვევებზე ისაუბრა, რაც ჩემს მიმართ – პირველი, მეთორმეტე და მეცამეტე მუხლები და მეთექვსმეტე მუხლი პირველი ნაწილი. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს რომ ჩემს შვილს არაადამიანურად ეპყრობოდნენ როდესაც ის იყო მოთავსებული დროებითი დაკავების იზოლატორში, 2010 წლის 10-13 ოქტომბერი. მას არ აძლევდნენ ინსულინს გასაკეთებლად.
_ ვიდრე დეტალებზე გადავალთ, შევახსენოთ ჩვენს მკითხველს თქვენი დაკავების ვითარება.
_ გაყალბებული ოქმენბის თანახმად, მე დამაკავეს 2010 წლის 10 ოქტომბერს, 16:40 საათზე; ერთი საათის შემდეგ ჩემი ვაჟი, სასამართლოში 13-ში მიგვიყვანეს 14:40 საათზე. აი, ამ პერიოდში, სასამართლოში გაყვანამდე, ჩემი ვაჟისთვის ინსულინი არ მიუციათ. ჩემი ვაჟი დაკავების შემდეგ მთელი დღე ჰყავდათ კარანტინში, შემდეგ აიყვანეს საკანში, სადაც მისცეს ინსულინი. როგორც ჩანს, უნდოდათ ჩაეგდოთ კომაში, მაგრამ გაუძლო სხეულმა, ამის შემდეგ ჩემს შვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან დაუმძიმდა. პატიმრობის პერიოდში მას არ ჩატარებია გამოკვლევა, გათავისუფლების შემნდეგ ჩავატარეთ გამოკვლევა და დადგინდა რომ მას აქვს დეკომპენსირებული დიაბეტი.
_ ეს მძიმე ფორმაა?
_ უმძიმესი, ბოლო სტადიაა. ცოტა ხნის წინ მივიღეთ სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის წერილი, სადაც დიაგნოზში არ წერია რომ ჯიმშერ ელიზბარაშვილს აქვს დეკომპესაცია… ესე იგი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების წინააღმდეგ კომიტეტმა, არ მიიღო საქართველოს, როგორც მოპასუხე მხარის, მიერ წარდგენილი არც ერთი „მტკიცებულება“. ჩვენ გვებრძოდა გენეტიკურად ჯალათი წულუკიანი და აცხადებდა, რომ თურმე ჩვენი წამება არ ყოფილა წამება, ის ამბობს, რომ თურმე, ჩვენ მოგვაყენეს მსუბუქი დაზიანება. ანუ, არც კი წაუკითხავს კონვენცია, სადაც წერია, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფაც, გინებაც, არათუ ცემა, არის წამება, რითაც მას, ვისაც აწამებენ, აიძულებენ მისცეს ჩვენებები, რომელიც მწამებლებს სჭირდებათ. ჩვენ სარჩელი, გაერთიანებული ერების წამების წინააღმდეგ კომიტეტში, შევიტანეთ 2013 წლის 24 ოქტომბერს. სამი წელი გვედავებოდა წულუკიანი, იმის ნაცვლად რომ რომელიმე ჯალათი (ერთი მაინც), დაესაჯათ და ციხეში ჩაესვათ. დღეს როგორც დგინდება, მთავარი ჯალათის, ნარკობარიგა კოდუას „პადელნიკი“ ბესო (ბუსა) თხელიძე (იმ დროს იყო მთავარ პროკურატურაში იყო დეპარტამენტის უფროსი), ისევ მუშაობს და რამდენიმე თანამდებობის გამოცვლის შემდეგ, დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა. 8 ნოემბერს წამების საწინააღმდეგო კომიტეტს მთელი ეს ინფორმაცია დამატებით გავუგზავნეთ.
კიდევ ორი ჯალათი: ნოდარ გეგეშიძე, რომელიც იმ დროს, როცა ჩემს შვილს ე.წ. გამომძიებელმა დარბაიძემ იარაღი ჩაარტყა თავში და ოთხი ვაზნა ჩაუდო ჯიბეში (ჯერ ამბობდნენ რომ ჯიბიდან ამოუვარდა ვაზნები გასაღების ამოღების დროს, შემდეგ თქვეს ამოვუღეთ ჯიბიდანო) ესწრებოდა ამ ფაქტს, ასევე იყო იმ დროსაც, როცა ჩემი შვილის სახლში, მაცივარში ჩადეს 20 ამპულა მორფინი, ამავე დროს დავით ბედიამ ჩადო მჭიდი 30 აკს-ის ვაზნით. ეს ყველაფერი ჩადეს ჩემი შვილის ბინაში და იმავე დღეს დამაბრალეს მე. არც ერთი ეს „მტკიცებულება“, რაც კომიტეტს წარუდგინა საქართველოს მხარემ, არ იქნა ცნობილი მტკიცებულებად. საქართველოს დაევალა 90 დღის განმავლობაში დაამთავროს გამოძიება და საქმე გადაეცეს სასამართლოს.
_ კომპესაცია?
_ დიახ, ამის გარდა ჩვენ უნდა გადაგვიხადონ კომპესაცია, თანხა კონკრეტულად არაა მითითებული. ასევე მითითებულია რომ უნდა ჩაგვიტარდეს სამედიცინო რეაბილიტაცია. 4 სექტემბერს ამოიწურა 90 დღიანი ვადა. ამის იმპრემენტაცია, როგორც იუსტიციის სამინისტრო წერს, დაევალა საერთაშორისო სასამართლოებში წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსს, ვინმე ბექა ძამაშვილს. ეს თავხედი არ პასუხობს არც ერთ ჩვენს წერილს. ჩვენ მომხდარის შესახებ მივწერეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს. სახალხო დამცველმა გადააგზავნა წერილი და ასე შემდეგ. კომიტეტს გაუგზავნა წერილი ამ ჯალათმა ძამაშვილმა და წერს, რომ თურმე 7 წლის განმავლობაში ჩვენ შესანიშნავად გვივლიდნენ ციხეში. ეს იმ დროს, როცა მე ვყიდულობდი წამლებს, არავითარი მკურნალობა ჩვენ არ გვქონდა მაგათგან.
_ მახსოვს, ვწერდით ჩვენ ამის შესახებ.
_ დიახ და გადახდის ქვითრებიც გამოგიგზავნეთ ციხიდან.
_ დიახ.
_ მოკლედ, ამის გარდა ძამაშვილი წერს, რომ, თურმე, მიმდინარეობს გამოძიება უკვე მერვე წელია, დაკითხულია ათობით მოწმე და როცა დავასრულებთ გამოძიებას, დამატებით გაცნობებთო. დაკითხულია ბადრი დარბაიძე, ნოდარ გეგეშიძე, მერაბ აბლუთია და ირაკლი ჯიქურაშვილი. ამ ოთხეულიდან ერთმა, ჯიქურაშვილმა თავად თქვა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, რომ როცა ჩვენ დაგვაკავეს დაკავების ადგილას არ იყო, ქვემოთ ვიყავი „მერე ავედი მაღლაო“. 2010 წლის 10 ნოემბერს არიან ესენი დაკითხული, ანუ 7 წლის წინ.
_ ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმის დროს. „ამათ“ დაკითხეს ვინმე?
_ დიახ. 2012 წელს თავიდან დაიწყო გამოძიება, მას შემდეგ რაც ჩვენ ერთი ამბავი ავტეხეთ. 2012 წელს თებერვალში დაიწყო გამოძიება, დაკითხულია ემილ ფერანი, მალხაზ ბექაური (რომელმაც მე დამაკავა, ცნობილ ჯალათ ზაზა ბედიასთან ერთად), გოგიაშვილი და ვინმე პატუკია. გოგიაშვილი იძახის, საერთოდ არ ვყოფილვარ იქ, მაგრამ სამაგიეროდ ზუსტად ვიცი და არც გამიგია, რომ ჩაჩიბაია ან ელიზბარაშვილი ვინმემ აწამაო. პატუკია იძახის, 5 წუთით ვიყავი კრიმინალურ პოლიციაში მისული და შემთხვევით ვნახე, დაკავებული ჩაჩიბაია, წყნარად იჯდა ზაზა ბედიასთან და უყვებოდა, როგორ აიყვანა მძევლად სოლომონია და მან აღიარა, რომ თავის შვილთან ერთად ჩაიდინა დანაშაულიო. ეს თურმე ხდება 10 ოქტომბერს, 5 წუთში. 12 ოქტომბერს წაუყენეს ჩემს შვილს ბრალი მხოლოდ იარაღის ვაზნებისათვის.
_ ანუ სოლომონიას მძევლად აყვანაში არ მოიუღია მონაწილეობაო?
_ თუ მე ყველაფერი ვაღიარე, რატომ არ წაუყენეს ბრალი? – ეს კითხვა მაქვს მეც, დაკავებიდან დღემდე. ყველა მოწმე სიტყვა სიტყვით ერთნაირ ჩვენებებს წერს, ძალიან თუ მოინდომებ შეიძლება 10 ან 20 სიტყვა აღმოაჩინოთ განსხვავებული. ანუ,ჩვენება არის ნაკარნახევი და მოკარნახე იყო პროკურატურის წარმომადგენელის ჯალათი ზურაბ სამხარაძე. 2012 წლიდან დღემდე 5 წელია გასული, გამოძიება ჯერაც არაა დასრულებული. ფერანი და ბექაური აცხადებენ, რომ თურმე მე ამათ არ გავუყვანივარ „წითელ ბაღთან“, იქ არ ვუცემივარ, თურმე „ასეთი რომ მომხდრაიყო აუცილებლად ეცოდინებოდათ“ და საერთოდ, არც კი იციან სადაა თბილისში წითელი ბაღი.
_ მანდვე არ იყო „სოდ“-ი?
_ კი. ამავე დროს ესენი იძლევიან ჩვენებას რომ 2010 წელს იყო კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსი ვინმე ალექსანდრე აბდუშელაშვილი. აი, ეს ალექსანდრე აბდუშელაშვილი, მე მახრჩობდა, მან და მისმა ჯალათებმა ჩემს შვილს სხეულზე მიაწვეს სიგარეტი, მოახდინეს მცდელობა, თქვენ იცით რისიც… არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მიღებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტის მიერ და მიჩნეულია სანდო მტკიცებულებად. აბდუშელაშვილი დღეს არ ვიცი ისევ მუშაობს თუ არა.
_ რომ ნახოთ იცნობთ?
_ ყველას, ვისი გვარ-სახელი ვიცი და ვისიც არ ვიცი, ყველას! დაკითხვისას დარბაიძე აცხადებს, რომ დაკითხვებს ესწრებოდა პროკურორი ხარებავა. ე.ი. ესენი ჩვენ რომ გვაწამებდნენ ეს ყოფილა დაკითხვა.
_ არ ჩატარებულა?
_ არა. ანუ ხარებავა ესწრებოდა წამებას. ამის გარდა როცა ჩვენ დაგვაკავეს, იქ მოვიდა ერეკლე კოდუა, პირდაპირ მითხრა თუ არ აღიარებ, აქვეა შენი შვილი და ნარკოტიკების შენახვისთვის დავაკავებ. მეორედ კოდუა მოვიდა ბედიასთან ერთად, ჩვენთან იქნები, კარგად იქნები, ოღონდ მოგვიყევიო…

გაგრძელება იქნება

 

 

banner
წინა სტატიაშიტექდათვალიერებისას ავტომობილმა 7 ძირითადი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს
შემდეგი სტატიალანჩხუთის “გურიაში” გაყიდულ თამაშებთან დაკავშირებით გარდაცვლილი მსაჯის ოჯახის ბრალდებები უკვირთ