„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, ირანის მოქალაქემ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სასამართლოში დავა მოუგო

2020 წლის 24 ოქტომბერს, სამართლებრივი დახმარების მიზნით, „უფლებები საქართველოს“ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ, ვ.ჰ.-მ მიმართა. მას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უარი უთხრა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

უარის საფუძვლად სააგენტომ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები, რომელიც, სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის საფრთხის შექმნის მიზეზით, ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

„უფლებები საქართველოს“ იურისტმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გაასაჩივრა.

2021 წლის 25 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ვ.ჰ.-ს სასარჩელო მოთხოვნა, რის შედეგადაც, ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და სააგენტოს დაევალა, ახალი აქტის გამოცემა ვ.ჰ.-სთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მინიჭების თაობაზე.

„უფლებები საქართველომ“ ირანის მოქალაქეს უფასო იურიდიული დახმარება გაუწია პროექტის – „სამართლებრივი დახმარება საქართველოში მცხოვრები მიგრანტებისთვის“ – ფარგლებში, რომელიც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.

banner
წინა სტატიაშიCovid-19 დაუდასტურდა ორ ბრალდებულს, რომელსაც ინფიცირებულ ექთანთან ჰქონდა კონტაქტი
შემდეგი სტატიანინო ვიბლიანი: მესტიის მიმართულებით გზა გაწმენდილია და მოძრაობა აღდგა