უფლებამოსილების გადამეტება – პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

უფლებამოსილების გადამეტება – პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. განცხადება საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო.

პროკურორ კოკა კაციტაძის განცხადებით, საქმეზე ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება აქციის ცალკეულ მონაწილეთა მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან ფიზიკური ძალისა და კანონით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების გამოყენების დროს, უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტების სრულყოფილად გამოძიების მიზნით.

banner
წინა სტატიაშიმომღერალმა დიანა ღურწკაიამ ქართველების სახელით რუსებს ბოდიში მოუხადა
შემდეგი სტატიანუ გვაბრმავებთ! გადადგეს გახარია! – საპროტესტო კოლონა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მივიდა