უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, “ლეონიდ ჩერნოვეცკი–ქართული მომავალი” 32 429 ხელმოწერა შეაგროვა

ორგანიზაციამ “ლეონიდ ჩერნოვეცკი–ქართული მომავალი” საკანონმდებლო ინიციატივების გატარებისთვის უკვე 32 429 ხელმოწერა შეაგროვა.

ორგანიზაციის ცნობით, გრძელდება იმ ექვსი საკანონმდებლო ინიციატივის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვება, რომლებიც ადანიანების უფლებების დამცველი ორგანიზაციის “ლეონიდ ჩერნოვეცკი–ქართული მომავლის” მიერ არის შემუშავებული.

პირველი კვირის განმავლობაში 32 429 ხელმოწერა შეგროვდა. მოქალაქეების ყველაზე დიდი მხარდაჭერა მოიპოვა კანონპროექტმა, რომელიც გულისხმობს პარლამენტიდან იმ დეპუტატების გამოწვევას, რომლებიც მათ მიერ არჩევნების დროს მიცემულ დაპირებებს არ ასრულებენ. აღნიშნულ ინიციატივას საქართველოს 5 439 მოქალაქემ მოაწერა ხელი.

“ეს შესაძლოა, იმაზე მეტყველებდეს, რომ ქვეყნის მოსახლეობას იმედი გაუცრუეს იმ დეპუტატებმა, რომლებსაც მანამდე საკუთარი ხმა და საქართველოს ბედი მიანდეს.“–ნათქვამია უფლებადამცველი ორგანიზაცია “ლეონიდ ჩერნოვეცკი–ქართული მომავლის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხელმოწერების შეგროვებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე შეგიძლიათ მიმართოთ აღნიშნული უფლებადამცველი ორგანიზაციის ცხელ ხაზს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: (032) 239-22-11 და (551 39-22-11) ან შემდეგი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: listgeorgianfuture@gmail.com.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელის გამომშვიდობება: მივდივარ რწმენით, რომ ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთება
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძის საგანგებო განცხადება