ექსკლუზივი:მერაბ ბლადაძემ „პატრიოტთა ალიანსთან“ ურთიერთობა გაწყვიტა და „ობიექტივიც“ დატოვა

უფლებადამცველმა მერაბ ბლადაძემ „პატრიოტთა ალიანსთან“ ურთიერთობა გაწყვიტა და „ობიექტივიც“ დატოვა

უფლებადამცველმა მერაბ ბლადაძემ „პატრიოტთა ალიანსთან“ ურთიერთობა გაწყვიტა და „ობიექტივიც“ დატოვაროგორც „თაიმერისთვის“ ექკლუზიურად გახდა ცნობილი, უფლებადამცველმა მერაბ ბლადაძემ, რომელიც ფართო საზოგადოებამ 2012 წლის არჩევნების წინ, ე.წ. ციხის კადრების საქმიდან გაიცნო და რომელიც წელს, ჩვენი ინფორმაციით, ქობულეთში „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატი უნდა ყოფილიყო, პარტიასთან ურთერთობა გაწყვიტა. გარდა ამისა, ბლადაძე ტელეკომპანია „ობიექტივიდანაც“ წავიდა, სადაც წლებია, გადაცემა მიჰყავდა.
აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება „თაიმერმა“ მერაბ ბლადაძესთან სცადა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა. შესაბამისად, უცნობია, ის არჩევნებში მოაწილეობას სხვა პარტიის სახელით მიიღებს თუ არა.
როგორც „თაიმერმა“ გაარკვია, ბლადაძე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ოფიციალურად არ იყო, თუმცა ამ გუნდთან ასოცირდებოდა. ასევე, ჩვენი ინფორმაციით, მისი გადაწყვეტილების მიზეზი უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიაში მიუღებელი პიროვნებების ჩაწერა გახდა.
აღსანიშნავია, რომ ბლადაძეს, როგორც „თაიმერს“ უთხრეს, აჭარაში საკამოდ დიდი ავტორიტეტი აქვს და მასთნ ურთიერთობის გაწყვეტით „პატრიოტთა ალიანსი“ სერიოზულ ელექტორატს დაკარგავს.
„თაიმერი“ მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალების გარკვევას ცდილობს, რასაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

banner
წინა სტატიაშითქვენ ცხოვრობთ საინტერესო დროს, თქვენს თვალწინ ხდება ახალი საზოგადოების ფორმირება
შემდეგი სტატიალევან ვარშალომიძე პოლიტაკაში ბრუნდება