14.3 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

უფლებადამცველი, მარიამ ბარსონიძე, გორის პოლიციელების მიერ კიდევ ერთ ძალადობის ფაქტზე წერს

უფლებადამცველი, მარიამ ბარსონიძე სოციალურ ქსელში გორის პოლიციელების მიერ კიდევ ერთ ძალადობის ფაქტზე წერს.

მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ბრალდებული ლუკა თოფჩიშვილი მიმდინარე წლის იანვრის თვეში პოლიციელებმა სასტიკად სცემეს.

უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ 10 თებერვლიდან დღემდე, არანაირი სახის რეაგირება არ მოჰყოლია მის განცხადებას და ითხოვს, ესაბამისი დამნაშავეების იდენტიფიცირება და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა მოხდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.

,,გორის პოლიციელების მხრიდან კიდევ ერთი ძალადობა. კარგად იცით, რომ ვიცავ ბრალდებულ ლუკა თოფჩიშვილს, რომელიც მ/წლის იანვრის თვეში, სასტიკად სცემეს და გაიმეტეს გორში პოლიციელებმა.

10 თებერვლიდან დღემდე, არანაირი სახის რეაგირება არ მოჰყოლია ჩემს კონკრეტულ განცხადებას. დაუსჯელობის სინდრომია ის, რომ დღეს იგივე დანაშაულს ჰქონდა ადგილი “სამართალდამცავების” მხრიდან. კატეგორიულად მოვითხოვ – მოხდეს შესაბამისი დამნაშავეების იდენტიფიცირება და კანონის სრული სიმკაცრით მათი დასჯა. პროკურატურა შეეშვას უდანაშაულო ადამიანს და რეალური დამნაშავე(ები) ეძებოს, რომელიც სისტემაშივე ჰყავს,” – წერს მარიამ ბარსონიძე.

ტვ პირველის ინფორმაციით, 20 წლის ლუკა თოფჩიშვილი მიმდინარე წლის 3 იანვარს დააკავეს. შსს-ს ამტკიცებდა, რომ, აღნიშნული პირის დაკავების პროცესში ახალგაზრდამ პოლიციელს სახეში დაარტყა მუშტი. მალევე “პირველებს” მიაწოდეს ფოტო, სადაც ჩანდა, რომ თოფჩიშვილს სახის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა.

მოგვიანებით, ლუკა თოფჩიშვილმა გორის პოლიციაში მომხდარი ანგარიშსწორების დეტალები ლუკა საკუთარ სასამართლო სასამრთლო პროცესზე გაიხსენა. მისი თქმით, პოლიციელებმა ჯერ სცემეს, მრავალწლიანი პატიმრობით დაემუქრნენ და თან დანაშაულის აღიარებას აიძულებდნენ.

საბოლოოდ, სასამართლომ ნაცემი ბიჭი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 20 წლის ახალგაზრდას ჩამოართვეს პასპორტიც და აუკრძალეს საცხოვრებელი სახლის დატოვება.

მოსამართლემ მაშინ განმარტა, რომ ლუკა თოფჩიშვილს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მკურნალობის მიზნით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ განესაზღვრა.

ცნობისთვის, გუშინ, 27 მაისს გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს – 29 წლი პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს, ლაშა აბისონაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით.

ადვოკატის თქმით, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიმიქანაძე – მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სრულიად ახალი სქემა შარშან შემუშავდა
შემდეგი სტატიამეუფე ზენონი: როცა ძალა თანდათან ღირსებაზე მაღლა დგება, ხოლო შიში სინდისზე ძლიერი ხდება,ასეთ დროს ადამიანი თანდათან ეჩვევა იმას, რომ მართალი ის არის, ვისაც მეტი ძალაუფლება აქვს