უფლებადამცველი გიორგი მუხიგულაშვილი თვლის, რომ ქვეყნის პოლიციის წინააღმდეგ მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინაორეობს

უფლებადამცველი გიორგი მუხიგულაშვილი თვლის, რომ ქვეყნის პოლიციის წინააღმდეგ მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინაორეობს. ფეისბუკის საკუთარ გვერდზე იგი ამასთან დაკავშირებით წუხილს გამოთქვამს. მას მოჰყავს ბრალდების ფაქტები, რომელთა სიმართლე არ დადასტურდა. მუხიგულაშვილის აზრით, პოლიციის დისკრედიტაციის საქმეში მედია საშუალებებსაც მიუძღვით წვლილი.
კონკრეტულად უფლებადამცველი წერს :
„ჯგუფური შეტევა პოლიციაზე ?
რატომ ხდება ? რატომ უტევენ პოლიციას ესე გამწარებულები?
ვის რაში აწყობს ქვეყნის პოლიციის დისკრედიტაცია ?
მინდა ვრცლად მოგიყვეთ იმ პოლიციის შესახებ, რომელიც უკვე 5 წელია, რაც პოლიტიზირებისგან განთავისუფლდა.
ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტები ცხადყოფენ, რომ ქვეყნის პოლიციის წინააღმდეგ მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს .
გავეცანი ბოლო ორი წლის განმავლობაში პოლიციის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს. არცერთი მათგანი გამოძიებით არ დადასტურდა.
და აი, ფაქტებიც:
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ადგილობრივი პრესის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ახალციხის რაიონის სოფელ აბათხევში ქართველებსა და სომხებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა, ხოლო ახალციხის რაიონული სამმართველოს შენობაში მიყვანილ პირებს პოლიციელებმა ეთნიკურ-რელიგიურ ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. გამოძიების შედეგად აღნიშნული ფაქტი არ დადასტურდა.
გამოძიების შედეგად, აგრეთვე, არ დადასტურდა აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის კახა ბუხრაძის მიმართ გამოთქმული ბრალდება, რომ თითქოს მან აჭარის მოსახლეობას თათრები უწოდა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ნუგზარ წიკლაურის თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობაში არა მხოლოდ არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი ერევა, არამედ მისი ოჯახის წევრებიც. წიკლაურის თქმით, ბერა ივანიშვილის უკანონო მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო შს მინისტრმა უწყებიდან 9 პოლიციელი გაანთავისუფლა. გამოძიების შედეგად აღნიშნული ფაქტი არ დადასტურდა.
თბილისში საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გამართა ბრიფინგი, სადაც გაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელები, კერძოდ საპატრულო პოლიციის დირექტორი გოგა რაზმაძე და მისი მოადგილე დავით მიქიაშვილი, მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ, რის შემდეგაც სამსახურიდან დაითხოვეს.
გამოძიების შედეგად აღნიშნული არც ეს ფაქტი დადასტურდა.
შოთა პაკელიანი სამართალდამცავებს ნარკოტიკული საშუალება „ბიოს“ ჩადებასა და სასტიკ ცემაში ადანაშაულებდა. გამოძიების შედეგად აღნიშნული ფაქტი არ დადასტურდა.
„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი თარხან გასვიანი სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებდა. მისი თქმით, ის ფალიაშვილის ქუჩაზე სამმა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირმა გააჩერა, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა და უმიზეზოდ დააკავა სამი დღის განმავლობაში, სადაც მას სამართალდამცავები ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. გამოძიების შედეგად აღნიშნული ფაქტი არ დადასტურდა.
რამდენიმე დღის წინ უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის ცოლის დაყაჩაღების შესახებ. აღნიშნული ფაქტი არ დადასტურდა.
ანუ რა გამოდის? მიმდინარეობს ქართული პოლიციის მიზანმიმართული დისკრედიტაცია. სამწუხაროდ, დაავიწყდათ, რომ იყო დრო, როდესაც ხმას ვერ იღებდნენ მერაბიშვილის შიშით და ახლა ზედმეტ თავისუფლებას იყენებენ ცილისწამებისა და ცრუ ბრალდებებისთვის?
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ცილისწამებას აქტიურად უწყობს ხელს სწორედ ის ხალხი, ვისაც სისხლიანი რუსთაველი მოენატრა, რომლელბსაც აკანკალებთ აქციების შემხედვარე, აქციების, რომელთა დარბევაშიც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ და ახლა ნოსტალგიად აქვთ შემორჩენილი. ამ ყველაფერს ხელს უწყობენ საქართველოს მედია საშუალებები, რეიტინგისა და ორი კაპიკის მოთხოვნის იმედად დარჩენილები, რითაც ერთგვარ ბინძურ პროპაგანდას ეწევიან.
მინდა მკითხველმა გადახედოს ზემოთ აღნიშნულ ფაქტებს და თავად გააკეთოს შედარება, თავად გამოიტანოს აზრი, თავად შეაფასოს აღნიშნული ბრალდებები და, საერთოდ, დღევანდელი პოლიციის საქმიანობა.
ჩვენ გვახსოვს დარბეული აქციები, დასახიჩრებული მოსახლეობა, პოლიციის დატერორებული ბიზნესი, პოლიციის დატერორებული ახალგაზრდობა და ნულოვანი ტოლერანტობა. მინდა ყველა იმ მეოცნებე ხალხს ვუთხრა, ვინც ვანო მერაბიშვილის დროინდელ პოლიციაზე ოცნებობს, რომ ის დრო აღარ დაბრუნდება .

banner
წინა სტატიაშიევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო
შემდეგი სტატიამარი ლე პენმა რუსული ბანკიდან 9 მილიონი ევრო მიიღო