უფლებადამცველებმა ალეპოს მსხვერპლი დაითვალეს

უფლებადამცველებმა ალეპოს მსხვერპლი დაითვალეს

7ლონდონი ბაზირებული სირიაში ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ცენტრმა ალეპოში ავიადარტყმების მსხვერპლი დაითვალა – Reuters-ი წერს.
მათი მონაცემებით, ოპოზიციის მიერ კონტროლირებად რაიონებში 123 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, მათ შორის 18 ბავშვი. საარტილერიო ცეცხლისგან, სირიის არმიის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე 71 სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათ შორის 13 ბავშვი. სულ 202 ადამიანი გარდაიცვალა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ქალაქში არსებულ ერთადერთ ჰოსპიტალზე საჰაერო თავდასხმა განხორციელდა, რომლის შედეგადაც 28 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი და ქალაქში არსებული უკანასკნელი პედიატრი. საავადმყოფო საერთაშორისო ორგანიზაცია “ექიმები საზღვრებს მიღმას” მხარდაჭერით ფუნქციონირებდა.

საავადმყოფოს ავიადაბომბვას კოალიცია, აშშ-ს მეთაურობით და რუსეთი ერთმანეთს აბრალებს.

banner
წინა სტატიაშირუსეთში პოლონეთის ელჩი გამოიძახეს პოლონეთში “ღამის მგლების” დაბლოკვის გამო
შემდეგი სტატიასაფრანგეთში შეტაკებებია